მემკვიდრეობითობის მოლეკულური მექანიზმების გარკვევამ
ახალი ეპოქა შექმნა ბიოტექნოლოგიის განვითარებაში, რომლის საფუძველს გენური ინჟინერია
წარმოადგენს. გენური ინჟინერია ნიშნავს ერთი ორგანიზმის გენის ჩაშენებას მეორე ორგანიზმის
დნმ-ის მოლეკულაში, ასეთ დნმ-ს რეკომბინაციულს უწოდებენ, ხოლო ორგანიზმებს გენომოდიფიცირებულს.
გენომოდიფიცირებული
პროდუქტის წარმოება მრავალი წლის წინ დაიწყო, 1994 წელს. მსგავსი პროდუქტი ბაზარზე
პირველად 90-იან წლებში გამოჩნდა. გენომოდიფიცირებული საკვები მიიღება ხელოვნურად შექმნილი
თესლებისაგან, რომლებიც შეიცავენ თანამედროვე ბიოტექნოლოგიების გამოყენებით მიღებულ
გენომს.
გენომოდიფიცირებული საკვების შექმნის მიზეზი არის მოსახლეობის რიცხობრივი ზრდა,
ბუნებრივი საკვების დეფიციტი, კლიმატური პირობების ცვლილება. ბევრი თვლის, რომ გენომოდიფიცირებული
საკვები არის მსოფლიოს გადამრჩენი სიკვდილისაგან.
როგორ ამოვიცნოთ „გმო“ პროდუქტები:
1.
მსგავს
პროდუქტებს გლუვი, პრიალა და სხივიანი ზედაპირი აქვთ.
2.
ისინი
ტყუპისცალებივით გვანან ერთმანეთს:ერთი ზომის, შეფერილობისა და ფორმისაა.
3.
მათ ხანგრძლივი
ვარგისიანობის ვადა აქვთ.
4.
გაჭრის
შემთხვევაში ასეთი ხილი თუ ბოსტნეული არ დაკარგავს ფორმას და არ გამოყოფს წვენს.
მეცნიერების ნაწილს მიაჩნია, რომ გენომოდიფიცირებული საკვები პროდუქტები სავსებით უსაფრთხოა. მათი მთავარი არგუმენტები ის არის, რომ ბიოინჟინერიის მეთოდების გამოყენება მრავალ სასარგებლო თვისებებს სძენს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს.გენმოდიფიცირებული პროდუქტები გამოირჩევიან მაღალი ხარისხით, აქვთ მომგებიანი სასაქოლნო სახ და საკვებ ღირებულებას უფრო დიდხანს ინარჩუნებენ. ასეთი პროდუქტების ერთ-ერთ უპირატესობად ასახელებენ იმას, რომ ამ გზით შესაძლებელია სასურსათო კრიზისის დაძლევა. მოსახლეობის საკვებით მომარაგება სულ უფრო პრობლემატური ხდება. გენმოდიფიცირებული პროდუქტების საშუალებით ამ პრობლემის გადაჭრა რამდენიმე გზით შეიძლება. უპირველესად, გენმოდიფიცირებული ხილ-ბოსტნეული თავს იცავს მავნე მწერებისა და სარეველა ბალახისგან, აქედან გამომდინარე, იმატებს პროდუქტის მოსავლიანობა. ამ სახის პროდუქტები ადვილად „მოსაყვანია“, გააჩნიათ იაფი ღირებულება, ბევრ მოსავალს იძლევა, თანაც ისეთს, რომელიც ძნელად ფუჭებადია. გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა, გენეტიკურადმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენება პერსპექტიულია მედიცინის განვითარებისთვის. მაგალითად:იყენებენ დაავადბის აღკვეთისთვის ვაქცინის შემუშავებისას, მოდიფიცირებული ბაქტერიები ინსულინის გამომუშავებას ეხმარება, გენოთერაპიის მეთოდების მეშვეობით უკვე იკურნება რიგი დაავადებები, ნელდება დაბერების პროცესი.
გარკვეულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ გენეტიკურად მოდიფიცირებული პროდუქტის
საკვებად გამოყენებას ადამიანის ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მოტანა შეუძლია.
მაგალითად:იმუნიტეტის დაქვეითება ტრანსგენური ცილების მოქმედების შედეგად, ასევე ნივთიერებათა
ცვლის დარღვევა, კანის დაავადებები, ალერგიული რეაქციები და მეტაბოლური დარღვევები,
ადამიანის პათოგენური მიკროფლორის მდგომარეობა ანტიბიოტიკების მიმართ, ადამიანის ორგანიზმში
ჰერბიციდების დაგროვებასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის შერყევა, ორგანიზმში აუცილებელი
ნივთიერებების მოხვედრის შემცირება, ცალკეული კანცეროგენული და მუტაგენური ეფექტები-
სხვა გენის შეღწევა ორგანიზმში, ასევე გამრავლების ფუნქციის დაკარგვა და ინსულინის
დონის მატება. როდესაც ადამიანის ორგანიზმში ასეთი პროდუქტი ხვდება და ამას სისტემური
ხასიათი აქვს, ეს მასში მთელ რიგ გენურ ცვლილებებს, ნივთიერებათა ცვლის მოშლას, კუჭ-ნაწლავის
სისტემის დაავადებებსა და სხვა პათოლოგიებს იწვევს. ასევე არსებობს ვარაუდი მის შესახებ,
რომ გენმოდიფიცირებული საკვები იწვევს კიბოს.
გენმოდიფიცირებულ
საკვებთან დაკავშირებით მეცნიერების აზრი ორ ნაწილადაა გამოყიფი ზოგი მიიჩნევს რომ
მსგავსი პროდუქტი სასარგებლოა, ხოლო ზოგი თვლის რომ მისი ჭამა ადამიანს სერიოზულ პრობლემებს
შეუქმნის. ჩვენ გვინდოდა დაგვენახებინა თუ რა ზიანის და სარგებლობის მომტანი შეიძლება
ყოფილიყოს გმო. ჩვენ ვფიქრობთ რომ გენმოდიფიცირებული საკვები არ არის კარგი ჯანმრთელობისთვის.
საქართველო დღესდღეისობით არის ქვეყანა, სადაც მოსახლეობამ არ ვიცით რას ვჭამთ. ქართული
ბაზარი სავსეა უხარისხო, გენმოდიფიცირებული პროდუქტებით. ჩვენ, ჩვენი ქვეყნის რესურსებიდან
გამომდინარე გვაქვს შესაძლებლობა რომ გამოვიყენოთ ადგილობრივი პროდუქტი და არა შხამ-ქიმიკატებით
გაჯერებული. პროდუქტი, რომელსაც ჩვენ ვყიდულობთ მოყვანილია საერთოდ სხვა ქვეყანაში,
კონტინენტის მეორე ბოლოში და იგი გზაში მინიმუმ ერთი კვირაა. როგორ შეიძლება ასეთი
პროდუქტი ჯანსაღი და საკვები მინერალებით სავსე იყოს?! საქართველოში მოსახლეობამ უნდა
მოვითხოვოთ რომ საზღვარზე აქტიურად გააკონტროლონ გენმოდიფიცირებული პროდუქტის შემოტანა
და თუკი ასეთ პროდუქტს შემოიტანენ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომელია გმო და შემდეგ თავად გადავწყვიტოთ
გვინდა თუ არა ასეთი პროდუქტის შეძენა და ჯანმრთელობის მოსპობა. ჩვენ გვაქვს უფლება
ვიცოდეთ რას ვჭამთ!!!